„აჭარიდან ძალიან ბევრი ვიქნებით“ – მობილიზაცია 14 დეკემბრის აქციისთვის

10 დეკემბერი 2019, 20:02 1821 ნახვა

„ქართული ოცნება“ მასშტაბური აქციისთვის ემზადება. ახალგაზრდული ფრთის განცხადებით შეკრება საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში იმართება. ამავე ღონისძიების ფარგლებში გასულ კვირას სტუდენტები რეგიონებიდან ჩაიყვანეს თბილისში. ამ შემთხვევაში ალბათ უფრო მეტი ადამიანის წაყვანას აპირებენ. აქციაზე წასვლას გეგმავს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე.

„აჭარიდან ძალიან ბევრი ვიქნებით“ - ამბობს თორნიკე რიჟვაძე. როგორც ჩანს ეს პარტიის რეგიონული ლიდერისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. აქციაზე ალბათ წავა ბათუმის მერი ლაშა კომახიძეც. რაც შეეხება სხვა საჯარო მოხელეებს - ისინი პირად საუბარში მობილიზაციას ადასტურებენ. ამბობენ, რომ ამაზე მართლაც იყო საუბარი. თუმცა უფროსების თქმით უარი საჯარო მოხელეებს სამსახურის დაკარგვად არ დაუჯდებათ და ამას იძულების ფორმა არ ექნება. წარსული პრაქტიკა, თუ სხვა სახელის ქვეშ მოქცეული ხალხის რაოდენობის ჩვენება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში