ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა

06 დეკემბერი 2019, 17:36 2623 ნახვა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ავარია მოხდა, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა. 

მედიკოსების დახმარება მგზავრებსა და მძღოლს არ დასჭირდათ. როგორც სასწრაფო დახმარების ცენტრში აჭარის მაუწყებელს უთხრეს, არცერთი მათგანი არ დაშავებულა. 

ლერმონტოვის ქუჩაზე მოძრაობა შეფერხებულია. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში