ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად ბარაკის ტიპის სახლი დაიწვა

06 დეკემბერი 2019, 11:35 1984 ნახვა

ცოტა ხნის წინ ხანძარი იყო ხელვაჩაურში, ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ბარაკის ტიპის სახლი დაიწვა. შემთხვევის დროს ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. ცეცხლმა საოჯახო ნივთები და ტანსაცმელი სრულიად გაანადგურა. 

თვითმხილველების თქმით, დაკვამლიანება შენიშნეს და ადგილზე სახანძრო სამსახურის ბრიგადა გამოიძახეს. ხანძრის გამომწვევ, სავარაუდოდ, მიზეზად ელექტროსადენები სახელდება. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ და მიმდინარეობს გამოძიება. 

სახლში მშობლები და ერთი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში