საფრთხე ექმნება დემოკრატიას და კორუფციის წინააღმდეგბრძოლას-„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

01 დეკემბერი 2019, 15:30 1309 ნახვა

საქართველოში პოლიტიკური კრიზისის პირობებში ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისკენ მოუწოდებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გამო, რაც, მათივე თქმით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, რომლითაც არ შესრულდა პირობა 2020 წლის არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის თაობაზე, ბოლო ორი კვირის მანძილზე ქუჩაში ათასობით მოქალაქის პროტესტი გამოიწვია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლებას და იპოვოს კონსტრუქციული გზები, პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩასართავად.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზაფხულის განმავლობაში განხორციელებული ზეწოლის შედეგად, როცა მოქალაქეები ხელისუფლებისგან საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და გადაწყვეტილების მიმღები უმაღლესი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვდნენ, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, საჯაროდ განაცხადა, რომ ხელისუფლება მხარს დაუჭერდა 2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო რეფორმის განხორციელებას. „ეს გადაწყვეტილება ორი კვირის წინ შეიცვალა, რამაც მიმდინარე საპროტესტო აქციები გამოიწვია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში