„პატრიოტთა ალიანსის“ შეხვედრა

01 დეკემბერი 2019, 12:20 1105 ნახვა

„პატრიოტთა ალიანსი“ თბილისში, სპორტის სასახლეში მხარდამჭერებს შეხვდა. პარტიის ლიდერების განცხადებით  ყრილობა  აქციის სახესაც ატარებდა  , რომლითაც მათ  არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ასევე  წინა ხელისუფლების ლიდერების  დასჯა მოითხოვეს.

მათივე თქმით  აქცია  დახურულ სივრცეში იმ მიზნით ჩაატარეს, რათა  მხარდამჭერების  რაოდენობა უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო.   რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების ლიდერების დღევანდელ შეხვედრას, ირმა ინაშვილის განცხადებით, ის  „ლეიბორისტების“ ოფისში შეხვედრაზე არ მივა და დამოუკიდებლად,  სხვებთან გაერთიანების გარეშე იმოქმედებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში