დიალოგი გაგრძელდება - როდის უცნობია 

01 დეკემბერი 2019, 12:20 1305 ნახვა

როდის შედგება მორიგი დიალოგი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ჯერჯერობით უცნობია. მმართველი გუნდი მკაფიოდ  გამორიცხავს გერმანულ მოდელზე გადასვლას რადგან ,მათი თქმით  ეს ქართულ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება , ოპოზიცია ,კი  ამას საუკეთესო გამოსავლად მიიჩნევს და ვიდრე ხელისუფლება  არჩევნების  პროპორციული წესით ჩატარებას  არ დათანხმდება, აქციებს გააგრძელებენ.

გაერთიანებული ოპოზიცია დოკუმენტების საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაგზავნას გეგმავს , როგორც დავით უსუფაშვილ აცხადებს  ამას მათი საარჩევნო ინიციატივის მხარდასაჭერად მეტი არგუმენტის მოპოვების მიზნით აპირებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში