რისი გასაჯაროებით ემუქრება მაუწყებლის დირექტორი მოადგილეს?

30 ნოემბერი 2019, 18:20 2452 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილე, მაუწყებლის ხელმძღვანელს ფაქტების გამოქვეყნებით შანტაჟში ადანაშაულებს. ნათია ზოიძე ამბობს, რომ ახალი დირექტორი მას სარედაქციო პოლიტიკიდან ჩამოცილებას სთხოვს, თუმცა დირექტორის მოადგილე განმარტავს, რომ იმას, რასაც აკეთებს ხელშეკრულებაში უწერია.

თავად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, კი აცხადებს, რომ მას არავინ დაუშანტაჟებია.როგორც გიორგი კოხრეიძე ფიქრობს, ნათია ზოიძის ხელშეკრულება უკანონოა და მას სთხოვს აღარ ჩაერიოს საინფორმაციო სამსახურის საქმიანობაში. დირექტორი აცხადებს, რომ ახალი ამბების სამსახური მიკერძოებულია.

ნათია ზოიძეს მხარდაჭერას უცხადებს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე, გუშინ, ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლებს პირველი სამუშაო კვირის ბოლო დღეს შეგვხვდა.
 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში