ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს, დიპლომატიურ კორპუსთან ერთად ხვდება

30 ნოემბერი 2019, 15:30 1558 ნახვა

თითქმის 5 საათია, ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს, დიპლომატიურ კორპუსთან ერთად ხვდება. ჯერ -ჯერობით უცნობია რაზე და როგორ შეთანხმდნენ მხარეები, რა ფორმატში უნდა ჩატარდეს არჩევნები. მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, გუშინ ოპოზიცია ერთიანად, 2020 წლის არჩევნების ახალ მოდელზე შეთანხმდა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ „გერმანული მოდელი“ საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

გერმანული მოდელის ე.წ. მოდიფიცირებული ქართული ვარიანტი იდეალური, არც „პატრიოტთა ალიანსისთვისაა“, მაგრამ ამ ეტაპზე, ისინი მხარს უჭერენ. ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, შეხვედრას იმის გამო დათანხმდნენ, რომ ხელისუფლებისთვის არ მიეცათ იმის თქმის საბაბი, რომ ოპოზიციამ შეხვედრა ჩაშალა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განმარტებით, მათ დღესაც დააყენეს სამოქალაქო აქტივისტთა წარმომადგენლის ჩართვის საკითხი, რასაც „ქართული ოცნება“ არ დაეთანხმა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში