აქცია საკუთრების დაბრუნების მოთხოვნით

30 ნოემბერი 2019, 12:25 1829 ნახვა

მარკოზ აჭარელის მე-3 ჩიხში მცხოვრებლები მათ სარგებლობაში არსებული საბოსტნე მიწის ნაკვეთებისა და დამხმარე ნაგებობების გასხვისებას აპროტესტებენ. მათი განცხადებით 7 ოჯახი, სადავო მიწის ნაკვეთით 1990-იანი წლებიდან სარგებლობს და პრივატიზაციის მოთხოვნით მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

  12 ნოემბერს კი მერიამ მიწის ნაკვეთები ერთ-ერთ მეზობელს, დავით მენაბდეს გაუფორმა.  აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მენაბდეები ამ მიწაზე პრეტენზიას ადრეც აცხადებდნენ, რის გამოც მათ შორის მოლაპარაკება შედგა და არაოფიციალურად ფულიც გადაიხადეს.

დავით მენაბდე კომენტარს არ აკეთებს. საჯარო რეესტრის მონაცემებით კი მას მიწის ნაკვეთი 2008 წელს, ხელვაჩაურის საკუთრების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით აქვს საკუთრებაში მიღებული და 13 ნოემბერს ვინმე ნინო ფარტენაძემ გაასხვისა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი