გენდერული თანასწორობა ძალიან მოდაშია, თუმცა ჩვილი ბავშვი უნდა აღზარდოს დედამ - ბიძინა ივანიშვილი

28 ნოემბერი 2019, 00:27 2965 ნახვა

"ამდენი დამაწყნარებელი რაც ახლა იყიდება, ასწლეულებში არ გაყიდულა უფრო ადრე, პრობლემა თითქოს მარტივია, მაგრამ არავინ დამნახავი არაა. დედის ინსტიტუტის დანგრევამ ძალიან ბევრი ადამიანური ფასეულებები დაანგრია და დაარღვია"- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განაცხადა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ჩვილი ბავშვი დედამ აღზარდოს.

"თუ მოვახერხე და დროზე წავედი პოლიტიკიდან მინდა დარჩენილი წლები იმას მოვახმარო, რომ ქართველებს და საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ჩვილი ბავშვი უნდა აღზარდოს დედამ. კარგია ეს გენდერული თანასწორობა, რაც დღეს ძალიან მოდაშია. გენდერული იმდენად მოდაშია დღეს, რომ ამის საწინააღმდეგოდ სიტყვაც რომ თქვა ალბათ... ემაპნსიპაცია მოიტანა ამან, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ადამიანს მემგონი აღზრდაში... აღარ განვითარდები ამ მიმართულებით, ეს ჩემი საყვარელი თემაა."- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში