რატომ უთვალთვალებდნენ ნიკა გვარამიას ოჯახს?

27 ნოემბერი 2019, 15:12 1268 ნახვა

მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ოჯახს არ უთვალთვალებენ. საუბარია ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორის ოჯახის წევრები ჩანან. გვარამიას თქმით, ეს თვალთვალის შედეგად მოპოვებული ვიდეოა.საგამოძიებო უწყებაში ამტკიცებენ, რომ მოპოვებული კადრები სასამართლოს განჩინების საფუძველზეა მოპოვებული.

უწყების ცნობით, აღნიშნული კადრები ადასტურებს, რომ 76 ათას ევროს (ღირებულების ავტომანქანით, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ გაფორმებული იყო შპს “პროესკო მედიას” სახელზე, სარგებლობდნენ ნიკა გვარამია და მისი ოჯახი. უწყების განცხადებითვე,  ვიდეოსთან ერთად, საქმის სხვა მტკიცებულებები, პროკურატურამ გადასცა ნიკა გვარამიას ადვოკატს:შეგახსნებეთ, ნიკა გვარამიას პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი წაუყენა, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში