ერთი წლის წინ,ბათუმის მერიის დაკვეთით აშენებული ფერდსამაგრი კედელი დასანგრევია

26 ნოემბერი 2019, 18:42 2287 ნახვა

ერთი წლის წინ,ბათუმის მერიის დაკვეთით აშენებული ფერდსამაგრი კედელი დასანგრევია, აშენებაში 26 ათასი ლარი დაიხარჯა, ახლა კიდე მონტაჟისთვის 6 ათას ლარზე მეტი,  ისევ ქალაქის ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს, რის შემდეგაც მერიამ კედელი ისევ უნდა ააშენოს. საუბარია მახინჯაურში ჰორტენზიის ქუჩის ნომერ 4-ში მდებარე კედელზე.თავდაპირველად ინფორმაცია მედიასაშუალება „ბათუმელებმა“ გაავრცელეს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, ნაგებობა უხვმა ნალექმა დააზიანა, რის გამოც კედელი საფრთხეს წარმოადგენს მოქალქეებისთვის. როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურში გვითხრეს, პასუხისმგებელი პირები, სხვადასხვა მიზეზების გამო ადგილზე არ იმყოფებიან ამიტომ უწყებამ ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში