საქართველოს პრეზიდენტი სალობიედან პოლიციამ გაიყვანა

25 ნოემბერი 2019, 23:11 2549 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში მდებარე ერთ-ერთი სალობიედან, პოლიციის კორდონის დახმარებით გაიყვანეს.

ამის მიზეზი სალობიესთან მისული აქტივისტები გახდნენ, რომლებმაც პრეზიდენტს ჯონჯოლი მიუტანეს და მისგან ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე პასუხის გაცემა მოითხოვეს.

აქტივისტების თქმით, სალომე ზურაბიშვილის სალობიეში ვიზიტის შესახებ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს საშუალებით შეიტყვეს.

აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას და 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩაგდებას აპროტესტებენ. იგეგმება პარლამენტის პიკეტირება.

სალობიესთან აქტივისტების მისვლის შემდგომ, ადგილზე პოლიცია გამოიძახეს და პრეზიდენტს პოლიციის კორდონის საშუალებით მოუხდა სალობიეს დატოვება.

აქტივისტები კი სკანდირებდნენ - „მონა“.

აქციის წევრებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ პრეზიდენტი გაიქცა. ამბობენ, რომ ვიდრე 2020 წლის არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით არ გადაწყდება, ისინი ჩინოვნიკებს ყველგან მიაკითხავენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში