ბათუმში საახალწლო ღონისძიებებისთვის მილიონზე მეტი დაიხარჯება

25 ნოემბერი 2019, 18:38 2149 ნახვა

მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება საახალწლოდ ბათუმის მოსართავად. დაახლოებით ნახევარი მილიონით მეტი ვიდრე გასულ წელს, გაზრდილია იმ ქუჩების რაოდენობაც, რომლებიც საახალწლოდ მოირთვება. თანხის დიდი წილი  სწორედ ქუჩების გაფორმებასა და საახალწლო ღონისძიებებისთვის დაიხარჯება. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე კი წლების შემდეგ ევროპის მოედნიდან ბულვარში გადაინაცვლებს.

სცენაც ბულვარში დაიდგმება, შესაბამისად, მთავარი საახალწლო ღონისძიებებიც ადგილს შეიცვლის. უკვე ცნობილი ხდება შერჩეული კომპანიის ვინაობა, რომელიც წლებია ბათუმში განათებების მოწყობას უზრუნველყოფს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში