„ყველა ერთის წინააღმდეგ“ პარლამენტთან მასშტაბური აქცია იგეგმება

25 ნოემბერი 2019, 18:25 1360 ნახვა

უცვლელი რჩება ოპოზიციის გეგმებიც „ქართული ოცნების“ უცვლელი პოზიციის დაფიქსირების შემდეგაც. ოპოზიცია პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს მათი მოთხოვნების შესრულებამდე. ამბობენ, რომ ხელისუფლებას ოპონენტების ერთმანეთთან დაპირისპირება სურთ.  დღეს უმრავლესობას პლენარული სხდომის ჩატარების საშუალება  არ ექნება, პარლამენტთან საპროტესტო აქცია და პიკეტირება განახლდება. ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები 7 ის ნახევრიდან შეკრებას რესპუბლიკის მოედანზე აპირებენ, რის შემდეგაც პარლამენტის შენობისკენ მისვლას მსვლელობით აპირებენ.  პარალელურად, იგეგმება მხარდამჭერების მობილიზება რეგიონებიდან.

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი