ხვალ ბათუმის ''დინამო'' რუსთავს უმასპინძლებს

23 ნოემბერი 2019, 12:36 1864 ნახვა

ხვალ ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის 35-ე ტურის შეხვედრაში ბათუმის დინამო ანგისის ბაზაზე რუსთავს უმასპინძლებს.

მატჩი 14 საათზე დაიწყება და მას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ. სატურნირო ცხრილში ბათუმის დინამო 67 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ თბილისის დინამოს ორი ქულით ჩამორჩება, თბილისელები სტუმრად გორის დილას დაუპირისპირდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში