არ დავუშვათ აჭარის ტელევიზიის დამონება! - არმაზ ახვლედიანი

21 ნოემბერი 2019, 23:01 3047 ნახვა

„თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ დამფუძნებელი და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიძინა ივანიშვილს ყელში გაეჩხირა და მოქალაქეებს მაუწყებლის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 

"აჭარის ტელევიზია, ივანიშვილს ასე მწარედ რომ გაეჩხირა ყელში, ”მეოცნებეთა” გადამწყვეტი შტურმის მოლოდინშია!

ესაა ბრძოლა წესების გარეშე!
დღისით-მზისით, მოძალადე ხელისუფლება  მიზანმიმართულად ანადგურებს თანამედროვე დამოუკიდებელი და დემოკრატიული მედიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კუნძულს!
მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც მედიის და, შესაბამისად, ქვეყნის თავისუფლება გააზრებული არჩევანია, ხმა ავიმაღლოთ აჭარის ტელევიზიის დასაცავად, გამოვიხსნათ იგი “ოცნების” მარწუხებისგან!
მივმართავ აშშ-ს, ევროკავშირის (წევრი ქვეყნების), ევროპის საბჭოს და ეუთოს წარმომადგენლებს საქართველოში, დამოუკიდებელ მედიას, სახალხო დამცველს, პარტიებს,
საზოგადოებას, ყველა ბათუმელს, არ დავუშვათ ჩვენი საამაყო აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამონება!
გამაგრდით, ძვირფასო, მამაცო ჟურნალისტებო! თქვენ ხომ ახლა არამარტო ერთი ინსტიტუტის დამოუკიდებლობას და ღირსებას
იცავთ, თქვენ ეხიდებით მთელი ქვეყნის დემოკრატიულ, თავისუფალ მომავალს, რომლის მაგისტრალური ხაზი დღეს, ცხინვალში უკანონოდ დაპატიმრებულ გმირ ექიმზე, თბილისში მომიტინგე მამაც, საამაყო აქტივისტებსა და ბათუმში თქვენს გამბედაობაზე გადის!“ - წერს არმაზ ახვლედიანი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში