განკვეთილი ბერის, "ნარიმანის მიმდევრებმა" ჟურნალისტები სცემეს 

21 ნოემბერი 2019, 21:09 4035 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში, ფონიჭალის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან,  ჟურნალისტების ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც გარკვა, განკვეთილი ბერის, ნიკოლოზ (ნარიმანის) ე.წ. მრევლი ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტებს ს გადაღების დროს თავ დაესხა. 

"ზემო ფონიჭალაში რეპორტაჟის მოსამზადებლად მისულ „იმედის“ გადამღებ ჯგუფს აგრესიით შეხვდნენ, მუშაობის შესაძლებლობა არ მისცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებული ჟურნალისტი და ოპერატორი სასწრაფო დახმარების ექიმებმა კლინიკაში გადაიყვანეს" - წერს ტელეკომპანია „იმედი“.  

ჟურნალისტსა და ოპერატორს ზედაპირული დაზიანებები აქვთ. როგორც ოპერატორი ყვება, ნარიმანის მრევლი გადაღების დროს ესაუბრებოდა ცუდად, შემდეგ კი ყველა ერთად დაესია და თავში ურტყა. 

ადგილზე მისულ "იმედის" მეორე ჯგუფს კი, მრევლის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ჟურნალისტები "ხელს უშლიდნენ ლოცვაში" და "ყველა, ვინც ნარიმანში ვერ ხედავს ქრისტეს, ღირსია გალახვის". 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 154-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

ბერი ნიკოლოზი, იგივე ნარიმანი უკვე 20 წელია, რაც განკვეთლი ბერია.  საპატრიარქოში ამბობენ, რომ  ის ჯანრთელობის მდგომარეობის გამო აღარ არის ბერი. ამის მიუხედავად, ნარიმანს ჰყავს მიმდევრები, რომლებიც ბერ ნიკოლოზს (ნარიმანს) ქრისტედ მიიჩნევენ დედამიწაზე, დაჰყვებიან ყველგან სანთლებითა და ხატებით - მაღაზიებში, ბაზარში, სახლთან... 

ნარიმანის ე.წ. მრევლი, წლებია მის საცხოვრებელ სახლთან დგანან და ლოცულობენ, ბერს უმღერიან და ხოტბას ასხამენ. 

მდუმარებაში მყოფ განკვეთილ ბერს, დაბადების დღე მრევლმა ქუჩიდან მიულოცა. საცხოვრებელი სახლის ეზოში, მრევლის წევრებმა მანათობელი ბუშტებით გული დაუხატეს. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში