გიორგი რურუას დაკავების საქმე

21 ნოემბერი 2019, 20:01 1400 ნახვა

სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუასაც. ბრალდებული, რომელსაც იარაღის უკანონოდ ტარებას ედავებიან, ბრალს არ აღიარებს. მან სხდომაზე განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს და მისი ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს.

“როგორც თქვენ არ გინახავთ ის იარაღი თვალით, ისე არ მინახავს მე“ ამბობს ტელევიზიის მეწილე. მისი უფლებადამცველი და პარტნიორი ნიკა გვარამიაც აღნიშნავს, რომ რურუას იარაღი ჩაუდეს. მედია-საშუალების დაკავებული მფლობელი და სიმბოლური ბოტასი სხდომაზე.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში