უკრაინის უზენაესმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევება კანონიერად სცნო

20 ნოემბერი 2019, 16:10 1490 ნახვა

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევება კანონიერად სცნო. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" უკრაინული მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის საკასაციო საჩივარი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაციის, სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, პოლონეთის რესპუბლიკაში რეადმისიის უკანონოდ აღიარებისა და გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო. 2017 წლის 26 ივლისს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი