პარლამენტთან მიტინგი დღეს აღარ გაიმართება

20 ნოემბერი 2019, 10:33 1791 ნახვა

პარლამენტთან მიტინგი დღეს აღარ გაიმართება. თუმცა ადგილზე ისევ რჩება 10-მდე კარავი. სავალი გზა რუსთაველის პროსპექტზე გახსნილია. ოპოზიცია და აქციის ორგანიზატორები მიმდინარე კვირას საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციებს აღარ ჩაატარებენ.  25 ნოემბერს კი სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს.  მოძრაობა  „სირცხვილიას“ წარმომადგენლის შოთა დიღმელაშვილის თქმით,  პიკეტირება ყოველ ორშაბათს გაიმართება. მოთხოვნები უცვლელია: ვადამდელი პროპორციული არჩევნები, გარდამავალი მთვარობა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში