საქართველოში ძროხის, ცხვრის და ღორის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

19 ნოემბერი 2019, 12:19 1796 ნახვა

სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტით შემცირდა და 902.1 ათასი სული შეადგინა.

აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 436.6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 7.1 პროცენტით ჩამორჩება.

ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 7.3 პროცენტით შემცირდა და 813.6 ათასი სული შეადგინა. ღორების რაოდენობამ 225.4 ათასი სული შეადგინა, რაც 8.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე, ხოლო ფრინველის რაოდენობა 3.7 პროცენტით შემცირდა და 9.1 მლნ. ფრთა შეადგინა. 

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში წარმოებულია 160.3 მლნ. ლიტრი რძე, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.8 პროცენტით ჩამორჩება. ხორცის წარმოებამ 14.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2018 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.3 პროცენტით ნაკლებია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში