პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმელები გამოჩდნენ

18 ნოემბერი 2019, 15:44 1447 ნახვა

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 9 აპრილის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები გამოჩნდნენ.  კადრებში ჩანს, რომ ისინი ყვითელი ავტობუსებიდან გადმოდიან და აღჭურვილობას იცმევენ. თან აქვთ ჩაფხუტები და ფარები.

სამართალდამცველების მობილიზება ნახევარი საათის წინ დაიწყო. უშიშროების სამინისტროს შენობის გვერდით ათამდე ყვითელი ავტობუსი და სპეცრაზმელია. 

რესპუბლიკის მოედანზე წყლის ჭავლის და სახანძრო მანქანებია მისული. ასევე ადგილზე არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში