კახი კალაძე ამბობს, რომ 2020 წელს არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება ​

18 ნოემბერი 2019, 12:24 2718 ნახვა

''2020 წელს არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით ისევე, როგორც ტარდებოდა აქამდე, უკანასკნელი სამი ათწლეულის მანძილზე. მოვუწოდებთ ოპონენტებს, მოემზადონ  და ხალხის მხარდაჭერის არქონას საარჩევნო სისტემებს ნუ დააბრალებენ -  ეს განცხადება კახა კალაძემ დღეს ''ქართული ოცნების'' ოფისში გააკეთა. მან მმართველი გუნდის პოზიცია გაახმოვანა და თქვა, რომ ამ ეტაპზე ცვლილებები არ იგეგმება. 

მისივე განცხადებით, არჩევნებს იგებს საზოგადოების ნდობა და არა საარჩევნო სისტემა.

კახი კალაძემ დღეს ასევე თქვა, რომ  “ქართული ოცნება” ჩაიწერება საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ერთადერთ ინიციატორად და ავტორად. ეს ოპონენტებს სურთ თუ არა.

„პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, თუ რა პროცესები ვითარდება რეალურად  უკანასკნელ დღეებში. გუშინ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ საპროტესტო აქციის რეალური ორგანიზატორი იყო ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით. ამ აქციის საბაბი პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნა, რეალური მიზანი კი, პოლიტიკური პროცესის დესტრუქციულ რელსებზე გადაყვანაა. შეგახსენებთ, რომ ეს პოლიტიკური ძალა, წლების განმავლობაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მართავდა ქვეყანას და შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლა ერთხელაც არ უფიქრია. მეტიც, 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმა ისე განხორციელდა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხი არც კი განუხილავთ, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც მაშინდელ საკონსტიტუციო პროცესში ჩართულ იმ პოლიტიკურ ძალებს და სხვა სუბიექტებს, რომლებიც ახლა აქციაზე ვიხილეთ.

მოგვიანებით, 2012-2016 წლებში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობდა გუშინდელი საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე, დავით უსუფაშვილი, რომელსაც 4 წლის მანძილზე თითი თითზე არ დაუკარებია საკონსტიტუციო რეფორმის განსახორციელებლად, მათ შორის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად.

2017 წელს კი, სწორედ ამავე პოლიტიკური ძალების ბოიკოტის ფონზე მოახერხა „ქართულმა ოცნებამ”, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, განეხორციელებინა წარმატებული საკონსტიტუციო რეფორმა და პირველად ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში, 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემა შემოიღო. ეს იყო ის მაქსიმუმი, ის რთული შიდაპარტიული კონსესუსი, რომლის მიღწევა, საკითხისადმი მაჟორიტარი დეპუტატების უდიდესი ნაწილის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების ფონზე, დიდი ძალისხმევის ფასად იქნა მიღწეული. ამასთან, მაშინდელ საპარლამენტო ოპოზიციას, რომელიც დღეს ბარიკადებზე დგას, საარჩევნო სისტემის დაუყოვნებელი ცვლილებისთვის, ანუ პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს გადასვლისთვის მხარი რომ დაეჭირა, ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციაში უკვე ასახული იქნებოდა'' - განაცხადა კახა კალაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში