დედაქალაქი მასშტაბური აქციისთვის ემზადება

17 ნოემბერი 2019, 11:15 1010 ნახვა

დედაქალაქი მასშტაბური აქციისთვის ემზადება, ოპოზიციის მიერ დაანონსებული პროტესტი, 15:00 საათზე უნდა დაიწყოს. თბილისისკენ რეგიონებიდან უკვე გაემგზავრნენ მხარდამჭერები. გვიან ღამით, პარლამენტთან, ოპოზიციის წარმომადგენლებმა დიდი ზომის კარავი გაშალეს, რომელიც მათი თქმით, შტაბის ფუნქციას შეასრულებს.

მთელი ღამის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე გაშლილი იყო მცირე ზომის კარვებიც, შეკრებილები გასათბობად რკინის კასრებსა და ღუმელებში შეშას წვავდნენ.

მთავრობის გადადგომა, ცესკო-ს სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაკომპლექტება, ვადამდელ პროპორციულ არჩევნები და პოლიტპატიმრების უპირობო, დაუყოვნებლივ გათავისუფლება აქციის ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნებია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი