პარლამენტს წინ კიდევ ერთი კარავი გაშალეს, რომელიც შტაბის ფუნქციას შეასრულებს 

16 ნოემბერი 2019, 22:36 1225 ნახვა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთი დიდი ზომის კარავი გაშალეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს კარავი შტაბის ფუნქციას შეასრულებს, სადაც შეხვედრებიც გაიმართება. 

ოპოზიის წევრი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აქციის ორგანიზატორები აღნიშნულ კარავში კონსულტაციებს გამართავენ. ისინი ხვალინდელი აქციისთვის ემზადებიან. მისივე განმარტებით, ოპოზიციას გამარჯვებისთვის კონკრეტული სამოქმედო გეგმები გააჩნია, რომელიც 17 ნოემბერს გახმოვანდება. 

რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის აქცია მიმდინარეობს, გაშლილია მცირე ზომის კარვები და აქციის მონაწილეები გასათბობად რკინის კასრებში შეშას წვავენ.

აქციის მონაწილეები ხვალ დაგეგმილი აქციისთვის ემზადებიან, რომელიც 15:00 საათზეა ჩანიშნული

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში