აქცია მთავრობის სახლთან ერთ საათში განახლდება

16 ნოემბერი 2019, 18:30 1134 ნახვა

თბილისის პარალელურად აქცია ცოტა ხანში დაიწყება ბათუმში. აქტივისტების მთავარი გზავნილები უცვლელია, ისინი მთავრობის გადადგომასა და  ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს  ითხოვენ.

გუშინ, აქციის მონაწილეებმა საორგანიზაციო ჯგუფი შექმნეს, რომელშიც ოთხი პოლიტიკური პარტია - "ნაციონალური მოძრაობა", " გირჩი'', ''ევროპული საქართველო'' და ''შენების მოძრაობა'', ასევე სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობი ორგანიზაციები გაერთიანდნენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში