რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა

15 ნოემბერი 2019, 20:03 1126 ნახვა

დასავლეთი შეშფოთებულია, პარტნიორები „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები კი ევროპის სოციალისტურ პარტიას და 750 ევროპარლამენტს მიმართავენ თხოვნით არ მოადუნონ ყურადღება და არ მოტყუვდნენ, რომ ეს თითქოს ქართული ოცნების შიდაპარტიული დემოკრატიაა.

ყველა ერთხმად მმართველ გუნდს გამოსავლის პოვნას და დიალოგს ურჩევს. ამასთან გადაწყვეტილების წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციონერები ხელისუფლებას რამდენიმე ვარიანტს სთავაზობენ. „ქართული ოცნება“ კი დათმობას არ აპირებს.

უმრავლესობის ლიდერებს ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვდება. შეხვედრაზე იმყოფებიან მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები. პრესსამსახურის ცნობით შეხვედრა ბიუჯეტის პროექტს უკავშირდება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში