გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ოფისში მივიდა 

15 ნოემბერი 2019, 18:59 1317 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ოფისში იმყოფება.

შეხვედრაზე შესვლამდე მტავრობის მეთაურს კომენტარი არ გაუკეთებია. პარტიის ოფისში უმრავლესობის სხვა ლიდერებიც მივიდნენ. 

მათ შორის, მედიამ დააფიქსირა გუნდიდან წასული დეპუტატებიც. თამარ ჩუგოშვილი, სოფიო ქაცარავა და თამარ ხულორდავა.

მოგვიანებით კი უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დაადასტურა, რომ ყოფილ თანაგუნდელებთან შეხვედრა შედგა. სხვა დეტალებზე მამუკა მდინარაძემ არ ისაუბრა. თქვა, რომ ეს შიდა სამზარეულო იყო.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრები დილიდან იმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში