გუშინ ''ჩაგდებული'' კანონპროექტი მეორე მოსმენაზე უნდა გავიდეს - ეკა ბესელია 

15 ნოემბერი 2019, 14:03 1373 ნახვა

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელია ამბობს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მომზადებული კანონპროექტი, რომელიც გუშინ პირველი მოსმენის დროს ჩავარდა, მეორე მოსმენაზე უნდა გავიდეს. ბესელიას განმარტებით, ამის სამართლებირივი შესაძლებლობა არსებობს, აუცილებელია პოლიტიკური ნება. 

დეპუტატის განცხადებით, რეგლამენტსა და კონსტიტუციას შორის წინააღმდეგობრივი ჩანაწერია , მისი გასწორება კი შესაძლებელია. 

ეკა ბესელიამ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვითარება სამართლებრივი გზით უნდა განიმუხტოს. 

''გუშინ არასწორი განმარტება გაკეთდა დარბაზში და არასწორად იყო ინტერპრეტირებული ეს ყველაფერი. პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა განუმარტოს მოსახლეობას, რომ კონსტიტუციური კანონპროექტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე მეორე მოსმენაზე ყველა შემთხვევაშ უნდა გავიდეს სესიაზე, ეს არის გარდაუვალი პროცესი, რომელსაც არანაირი წინაპირობა არ აქვს. ამაზე ვთანხმდებით, რომ არ მთავრდება გუშინდელი კენჭისყრის შედეგები, არამედ ის მაინც გრძელდება და მეორე მოსმენაზე გამოვა, რადგან ქვორუმი ჰქონდა მას. კონსტიტუციის ჩანაწერი ითვალისწინებს, თუ არის 100 ან 100-ზე მეტი ხმა ასეთ შემთხვევაში კანონპროექტი მიღებულია და გრძელდება მეორე და მესამე მოსმენა. 

არსებობს წინააღმდეგობრივი ჩანაწერი რეგლამენტსა და კონსტიტუციას შორის. ის, რომ 113 ხმა ვერ მიიღო კანონპროექტმა, ეს რეგლამენტის მიხედვით და არა კონსტიტუციის მიხედვით ნიშნავს, რომ მას კიდევ სჭირდებოდა ორი მოსმენის შემთხვევაში 113 ხმა. კონსტიტუციაში არ წერია, ის რაც რეგლამენტში წერია.

თუ  რეგლამენტი გასწორდება და ასეთი ჩანაწერი გაკეთდება, რომ მეორე და მესამე მოსმენის დროს, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ჯერზე 113 ხმა ვერ მოგროვდა მაინც ითვლება მიღებულად, ის პრეზიდენტს გადაეგზავნება. ანუ ამის სამართლებრივი შესაძლებლობა არსებობს, თუ პოლიტიკური ნება იქნება. რეგლამენტის შეცვლა უფრო მარტივია, ვიდრე კონსტიტუციური ცვლილება,'' - ამბობს ეკა ბესელია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში