პარლამენტის დარბაზში განგაშის სიგნალი ჩაირთო

14 ნოემბერი 2019, 13:20 1330 ნახვა

ხმაური და დაპირისპირებაა პარლამენტში, სადაც რამდენიმე წუთის წუთის დასრულდა კენჭისყრა. დარბაზში განგაშის სიგნალის ხმა ისმის. დეპუტატების ნაწილმა პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების კანონპროექტის ჩავარდა გააპროტესტეს. 

''ევროპული საქართველოს'' ლიდერი ელენე ხოშტარია დარბაზში საყვირებით მივიდა. პროტესტი გამოხატეს ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმაც.

ამ წუთებში შესვენებაა გამოცხადებული. 

საქართველოს პარლამენტმა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით  საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ჩააგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მოსმენაზე პროექტი ვეღარ გავა. ხმები ასე გადანაწილდა მომხრე  -101, წინააღმდეგი - 3.

პროექტის გასვლას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა, პროექტს ხმა არ მისცა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში