არ ვისურვებდი ოცნებიდან კოლეგები პარტიის მანდატის მიღმა ვიხილო - გია ვოლსკი

13 ნოემბერი 2019, 14:54 1192 ნახვა

უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი კოლეგებს ''ქართული ოცნებიდან'' მოუწოდებს, არ დატოვონ მმართველი გუნდის რიგები და საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამდე კიდევ ერთხელ შეიკრიბონ. 

დეპუტატმა, პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, კენჭისყრამდე უმრავლესობის წევრებმა კონსულტაცია გამართონ. გია ვოლსკის ამბობს, რომ არ სურს ვინმე პარტიული მანდატის მიღმა იხილოს. 

​''პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, თუ საჭიროა პოლიტიკური, გამოვიდეთ და განცხადებები გავაკეთოთ, ფიცი დავდოთთქო ვერ ვიტყვი. რეალობა გვაჩვენებს იმას, რომ დღეს საჭიროა დაფიქრება, სიტუაციის ძალიან სიღრმისეულად გაანალიზება და ხმის მიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რაც 92 ხელმოწერით დავადასტურეთ. ეს არის უმრავლესობის უმრავლესობის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობის უმრავლესობა შეინარჩუნებს ამ პოზიციას.

არ ვიცი რამდენად სწორი ადგილი აქ სალაპარაკოდ, მაგრამ ერთი ჩემი გულისტკივილი მინდა გაგანდოთ. მაქვს უმრავლესობის ლიდერის დავალება, მე არ ვისურვებდი უმრავლესობიდან და პარტიიდან განსაკუთრებით, ვინემ ვიხილო მანდატის მიღმა და გარეშე. აქედან გამომდინარე ბატონ თავმჯდომარეს ვთხოვ ყურადღება მიაქციოს ჩემს წინადადებას, რომ სანამ კენჭისყრის წინ გამოაცხადებს შესვენებას, უმრავლესობა და ფრაქციების ლიდერები შემობრძანდეთ დეპუტატების ოთახში, გავიაროთ კონსულტაცია'' - თქვა სიტყვით გამოსვლის დროს დეპუტატმა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში