„აქციები  კრემლში  დაწერილი სცენარით „-  ექსპერტის  შეფასება    

10 ნოემბერი 2019, 11:10 1172 ნახვა

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ირგვლივ დაწყებული აჟიოტაჟი და ძალადობრივი აქციები „კრემლში დაწერილი სცენარია„ - ასე შეაფასა ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში,  თეონა აქუბარდიამ ჩვენს ეთერში, კინოთეატრებთან სხვადასხვა ჯგუფებისა და მოქალაქეების ნაწილის პროტესტი.  იგი მიიჩნევს, რომ რუსეთის ინტერესებშია ანტიდასავლური განწყობების გააქტიურება საქართველოში, შედეგად კი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში მოხვედრა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა არის სახელმწიფოს როლი ასეთ სიტუაციაში და როგორია უკვე გატარებული ზომები, ექსპერტი მიიჩნევს, რომ  ხელისუფლებაა დაინტერესებული ამ ჯგუფების საქმიანობით. ექსპერტის შეფასებით, სახელმწიფოს ასეთი დამოკიდებულება რადიკალურ დაჯგუფებების მიმართ, საზოგადოებაში დაუცველობის შეგრძნებას ზრდის და სახელმწიფო ინსტიტუტებს რეალურად ასუსტებს.

კინორეჟისორ ლევან აკინს და ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემოქმედებით ჯგუფს, საქართველოს კინემატოგრაფისტები მხარდაჭერას უცხადებენ. განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია თანამედროვე საქართველოში ხელოვან ადამიანს ეზღუდებოდეს შემოქმედებითი თავისუფლება! მათი განცხადებით, დაუშვებელია გარკვეული ჯგუფების მიერ გამოხატული მუქარა და ძალადობისკენ მოწოდება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას! განცხადებას ხელს აწერს 65 კინემატოგრაფისტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი