გზავნილები თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციიდან

06 ნოემბერი 2019, 20:35 1117 ნახვა

აქცენტები ძირითადად ოკუპაციაზე გაკეთდა ბათუმში მიმდინარე თავდაცვის კონფერენციაზე. ამერიკელი პოლიტიკოსები ერთიანები არიან, როდესაც საქმე საქართველოს მხარდაჭერას ეხება - განაცხადა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა. მან ასევე თქვა, რომ ვაშინგტონი ელოდება მომავალში ჩვენს ქვეყანაში არჩევნების თავისუფლად, დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებას.

ამერიკელი კონგრესმენის კიდევ ერთი გზავნილი საქართველოს თვითგამორკვევას ეხებოდა. კონფერენცია, რომელზეც შავი ზღვის უსაფრთხოება, საქართველოს არჩევანი და სტრატეგიული მზადყოფნა განიხილება, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. მონაწილეებს მიმართა თავდაცვის მინისტრმაც.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში