ამინდი, ბათუმი - ხვალ აჭარაში მზიანი და თბილი ამინდი იქნება

06 ნოემბერი 2019, 10:16 1203 ნახვა

ფოტო: ბათუმის ბულვარი

ხვალ, 7 ნოემბერს, აჭარაში მზიანი და თბილი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო კურორტებზე +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს, მთაში +17, +22 გრადუსამდე.

მზიანი და თბილი ამინდი იქნება დღესაც.

კონკრეტულად:

ბათუმი - მზიანი ამინდი. აღმოსავლეთის სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +10, დღისით +23 გრადუსი.

ქობულეთი - მზიანი ამინდი. აღმოსავლეთის ქარი 9-14 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +8, დღისით +22

შუახევი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3, დღისით +17

ხულო - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით 0, დღისით +16

ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +9, დღისით +19

გოდერძის უღელტეხილი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -3, დღისით +10

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში