ჭადრაკში ევროპის გუნდური ჩემპიონატი დასრულდა

03 ნოემბერი 2019, 12:39 949 ნახვა

ჭადრაკში ევროპის გუნდური ჩემპიონატი დასრულდა. ქალთა და ვაჟთა შორის 22-ე გუნდურ ჩემპიონატში, პირველობისთვის მოჭადრაკეები  39 ქვეყნიდან ასპარეზობდნენ. ჩემპიონის ტიტული წელს რუსეთის ფედერაციას ერგო. საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ტურნირის საუკეთესო მოჭადრაკე ქალი, ქართველი ნანა ძაგნიძე გახდა. ევროპის გუნდური ჩემპიონატის 196 მონაწილეს შორის, 140 საერთაშორისო დიდოსტატია; 38 საერთაშორისო ოსტატი და 18 ფიდეს დიდოსტატი. აღსანიშნავია, რომ ევროპის გუნდური ჩემპიონატი ბათუმში ზუსტად 20 წლის წინაც გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში