ძლიერი ქარის გამო ბათუმის აეროპორტში მინსკის რეისი 7 საათის დაგვიანებით შესრულდება

03 ნოემბერი 2019, 11:44 1193 ნახვა

შვიდი საათია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები მინსკის მიმართულებით რეისის შესრულებას ელოდებიან.  რეისი, რომელიც დილის 4:40 საათისთვის უნდა შესრულებულიყო ამ დრომდე არ განხორციელებულა. 

 ბათუმის აეროპორტის ცხელ ხაზზე გვითხრეს, მინსკის მიმართულებით ფრენა ძლიერი ქარის გამო, გადაიდო. ოპერატორის ინფორმაციით, მგზავრების ჩასხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს და თვითმფრინავი 12:00 საათზე გაფრინდება.

ბათუმში გუშინ მთელი დღის განმავლობაში წვიმდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში