ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე სახანძროს მანქანა ორმოში ჩავარდა

02 ნოემბერი 2019, 18:16 11556 ნახვა

ფოტო: სოციალური ქსელიდან

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, სახანძროს მანქანა ორმოში ჩავარდა. ხუსეინ სირაბიძის ინფორმაციით, სამაშველო ბრიგადა ბაზაზე ბრუნდებოდა, თუმცა ქუჩამ ავტომობილის სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩაიწია, რამაც მისი გადაადგილება შეუძლებელი გახადა. 

სახანძრო-სამაშველო სამსახურში ამბობენ, რომ ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გრუნტმა მანქანის სიმძიმეს ვერ გაუძლო. მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მანქანა კი თხრილიდან საკუთარი ძალებით ამოიყვანეს.

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს. ქუჩა გადათხრილია, მოძრაობა კი შეზღუდული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში