ბათუმის ცენტრალურ ქუჩებზე ძლიერი წვიმის შემდეგ, ავტომობილების გადაადგილება გართულებული იყო

01 ნოემბერი 2019, 19:44 956 ნახვა

ბათუმის ცენტრალურ ქუჩებზე ძლიერი წვიმის შემდეგ, ავტომობილების გადაადგილება გართულებული იყო. მოქალაქეები და მძღოლები ამბობდნენ, რომ ერთი საათის განმავლობაში საცობში იდგნენ.

განსაკუთრებით რთული ვითარება იყო ჭავჭავაძის, გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საცობი მხოლოდ მანქანების ნაკადის სიმრავლის გამო შეიქმნა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში