პატიმარმა არასაკვები ნივთიერება მიიღო და მას ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება - ცოტნე ანანიძე

01 ნოემბერი 2019, 18:05 1545 ნახვა

„უკვე მე-14 დღეა პროტესტის ნიშნად გადაყლაპული მაქვს სიცხის საზომი თერმომეტრი“ - მიწერა პატიმარმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს.

მსჯავრდებული ყვება, რომ ესაჭიროება ოპერაცია, მაგრამ ექიმებს არ ენდობა და სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის შიმშილობას გეგმავს.

ცოტა ხნის წინ საპატიმროში იმყოფებოდა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ცოტნე ანანიძე. ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ პატიმარმა ნამდვილად მიიღო არასაკვები ნივთიერება და მას ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში