ნიკა გვარამიას დღეს ახალ ბრალს წაუყენებენ

01 ნოემბერი 2019, 15:48 404 ნახვა

ტელეკომპანია ''რუსთავი 2-ის'' ყოფილ გენერალურ დირექტორს და მთავარი არხის მოქმედ მმართველს დღეს ახალ ბრალს წაუყენებენ - ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. ნიკა გვარამია საგამოძიებო უწყებაში 19:00 საათზეა დაბარებული. 

''სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე, დღეს, 19:00 საათზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით, დაბარებულია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია'' - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 40 ათასი ლარის ოდენობით გირაო, 11 აგვისტოს შეუფარდა.  

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ნინო ნიჟარაძემ პროკურატურაში საჩივარი რამდენიმე თვის წინ შეიტანა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში