როგორც ჩანს გადაწყვიტეს, დესტრუქციული ქმედებებით ეკლესიაში გაურკვევლობა შეიტანონ - გახარია

01 ნოემბერი 2019, 14:27 1230 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გუშინ, 31 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფოსა და ეკლესიაზე შეტევას უწოდებს. გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს პატრიარქი ეკლესიისა და სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა.

პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ ქვეყნის წყნარი, მშვიდობიანი განვითარება, ცდილობენ პროვოკაციებით ქვეყანას ზიანი მიაყენონ.

„ასეთი მცდელობა ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ხნის წინ, როდესაც რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსთან და მთავრობასთან მიმართებაში. დღეს, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში. ეს არის დაუშვებელი. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოს პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიისა და სახელმწიფოებრიობის. არავის მივცემთ უფლებას, რომ სახელმწიფოსა და  ეკლესიაში მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით რისკის ქვეშ დააყენონ ჩვენი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში