გადამწყვეტი ორი პარტია ევროპის გუნდური ჩემპიონის გამოსავლენად 

01 ნოემბერი 2019, 13:43 1274 ნახვა

ჭადრაკში ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასრულებამდე 2 დღეა დარჩენილი და მოჭადრაკეებს ორი პარტია აქვთ სათამაშო. გამარჯვებული ქვეყნების გამოსავლენად მატჩებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დღეს ქალთა პირველი ნაკრები, რომელიც ჯერჯერობით მეორე ადგილზეა უძლიერეს უკრაინის გუნდს ხვდება, მე-5 პოზიციაზე მყოფი ქალთა მეორე ნაკრები კი, იტალიას. ახალგაზრდული  ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ვაჟებს, პირველი ნაკრები ისრაელს, ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდი კი, იტალიას შეხვდება.

ჩემპიონატის მე-7 ტურის შეხვედრაში ქალთა პირველმა ნაკრებმა აზერბაიჯანის გუნდთან ყაიმით 2-2 ითამაშა. მეორე ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა, მათ 4 დან 1.5 ქულის მოგროვება შეძლეს. 2.5 ქულით იმარჯვა ქალთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ნორვეგიის გუნდთან.

რაც შეეხება ვაჟთა უფროსს ნაკრებს. ქართველებმა ფრედ დაასრულეს თამაში ნორვეგიის გუნდთან ანგარიშით 2:2 . ახალგაზრდულმა ნაკრებმა კი, 2.5 ქულით სლოვაკეთის ნაკრებს სძლია.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში