თბილისში სამი ძაღლი ტყვიით მოკლული იპოვეს - შსს გამოძიება დაიწყო

31 ოქტომბერი 2019, 17:25 2119 ნახვა

სოციალურ ქსელში დახოცილი ძაღლების ფოტო ვრცელდება, სადაც წერია, რომ თბილისში, 3 დღის წინ დაკარგული ძაღლები, დიღომში  ტყვიით დახოცილი იპოვეს.  პოსტზე თანდართულ ფოტოზე ჩანს სამი ძაღლი, რომელიც სისხლშია დასვრილი. 

"3 დღის დაკარგული მიკედლებული ცუგები ტყვიით დახოცილები იპოვა! ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები.
გთხოვთ ყველას, დაგვეხმარეთ რომ ეს ბოროტება არ შერჩეს მის ჩამდენს. ნებისმიერ ინფორმაციას ვიღებთ პმ. მადლობა წინასწარ" - წერია ძაღლების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის ვებგვერდზე -  "საინფორმაციო გვერდი "მატილდა" მიკედლებული ცხოველები საქართველოში".  

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტი დაადასტურეს, საქმე აღიძრა 259 მუხლის  1 ნაწილით, რომელიც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რომელმაც მისი დაღუპა ან დასახიჩრება გამოიწვია. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში