პაკისტანში მატარებელში გაჩენილ ხანძარს 62 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

31 ოქტომბერი 2019, 12:02 1478 ნახვა

62-მდე  გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი  ხანძრის შედეგად. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 20-ს აღემატება.

მათი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია. ხანძარი გაზის ავზის აფეთქებამ გამოიწვია. აფეთქებამ მატარებლის სამი ვაგონი გაანადგურა.

„როიტერის“ ცნობით, მგზავრთა ნაწილი მატარებლის ფანჯრებიდან გადახტომის შედეგად დაიღუპა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში