ნაცებთან, შმაცებთან და შმაცუნებთან კოალიცია გამორიცხულია - ირაკლი კობახიძე

29 ოქტომბერი 2019, 15:57 1641 ნახვა

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ 2020 წლის არჩევნებზე,  ხმების 60%-ს მიიღებენ, თუმცა არ გამორიცხავს,  რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საჭიროებას. 

კობახიძემ ასევე დაასახელა ის პარტიები, რომლებთანაც არასდროს შექმნიან კოალიციას.  

"ვიცით, რომ განშტოებები აქვს "ნაციონალურ მოძრაობას," არიან "ნაცები," "შმაცები" და "შმაცუნები." მათთან კოალიციის შექმნა ჩვენი მხრიდან გამორიცხულია. ასევე, არიან პარტიები, რომლებიც ღიად აფიქსირებენ განსხვავებულ პოლიტიკურ ორიენტრაციას. ესენია "პატრიოტთა ალიანსი", "დემოკრატიული მოძრაობა", მათთანაც, ჩვენი მხრიდან შეუძლებელია კოალიციის ფორმირება.

სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ გვინდა 60%-ის აღება. თუ ასე არ მოხდა, ჩვენ გაგვიჭირდება მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება. ან "ქართული ოცნება" შექმნის მთავრობას, ან საერთოდ, შესაძლოა, საჭირო გახდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში