ჭადრაკში ევროპის გუნდური ჩემპიონატის მე-6 ტურის შეხვედრები  

29 ოქტომბერი 2019, 15:43 987 ნახვა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა  ყველაზე ტიტულოვანი ნაკრები დღეს სერბეთს, მეორე გუნდი პოლონეთს, ახალგაზრდებით დაკომპლექტებული ნაკრები კი, ნიდერლანდელ სპორტსმენებს უპირისპირდებიან. რაც შეეხება ვაჟთა გუნდს: პირველი ნაკრები ჩეხეთს, მეორე კი შვედეთის წარმომადგენლებს ხვდება. გუშინ ქალთა პირველმა ნაკრებმა 2.5 ქულით სომხეთის გუნდი დაამარცხა, ამავე ანგარიშით სძლია მეორე ნაკრებმა ესპანურ გუნდს. ახალგაზრდები კი 1.5 ქულით საბერძნეთის გუნდთან დამარცხდნენ.

რაც შეეხება ვაჟებს. ჩვენი ქვეყნის პირველმა ნაკრებმა მშრალი ანგარიშით 4-0 დაამარცხეს მაკედონიის გუნდი, მეორე ნაკრები კი, ჩეხეთის გუნდთან 1-3 დამარცხდა.ბათუმში ევროპის გუნდური ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელიც 3 ნოემბერს დასრულდება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი