გიორგი მამალაძის ადვოკატი კვირიკაშვილის, გახარიასა და გომელაურის გამოკითხვას ითხოვს

29 ოქტომბერი 2019, 12:20 1682 ნახვა

პატიმრობაში მყოფი გიორგი მამალაძის ადვოკატი, ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვას ითხოვს. მიხეილ რამიშვილმა დღეს თქვა, რომ მეუფე იაკობის განცხადების შემდეგ, კითხვებზე პასუხის გასაცემად საგამოძიებო უწყებაში გიორგი კვირკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური უნდა მივიდნენ. უფლებადამცველის განცხადებით, ის ვერსია, რომელზეც იაკობმა ისაუბრა გამოძიებას თავდაყირა აყენებს და გიორგი მამალაძეს ამართლებს. 

''რელიგია და ეკლესია უნდა იყოს პოლიტიკისგან შორს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა მიდის, თითქმის ყველანაირ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში სასულიერო პირები მონაწილეობას ღებულობენ. როგორც ჩანს,  ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ შენარჩუნებული იყოს ხელისუფლება, რომელიც ახლა მთავრობაშია. ეს ჩვეულებრივი მომენტია ერთმანეთის გამოყენება. თამაშგარეთ დატოვეს იაკობი, რამაც ეტყობა ძალიან გაამწარა, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ არ მოხდეს იმ პირების გამოკითხვა, რომლებიც მან დაასახელა'' - უთხრა ჟურნალისტებს რამიშვილმა. 

ადვოკატმა დრეს კიდევ ერთხელ გაიხსენა დეკანოზის დაკავების დღის ქრონოლოგია და განაცხადა, რომ გიორგი მამალაძეს აიძულებდნენ მეუფე დიმიტრისთვის ხელი დაედო და ეღიარებინა, რომ ის მკვლელობის თანამონაწილე იყო. 

''როგორც კი დეკანოზის დაკავება მოხდა. ტრანსპორტირების დროს იკითხა, თუ რისთვის იყო დაკავებული? განუცხადეს, რომ თურმე ის გეგმავდა პატრიარქის მკვლელობას, რაც მისთვის შოკისმომგვრელი იყო. როდესაც მიიყვანეს მთავარ პროკურატურაში მამუკა ვასაძე, როგორც გაეცნო პირდაპირ აიძულებდა და ითხოვდა ხელი დაედო და ეთქვა, რომ აღნიშნულ მკვლელობაში თანამონაწილე მეუფე დიმიტრი და სოსო ოხანაშვილი იყვნენ. ეს დაპირისპირება მიანიშნებს, იმაზე, რომ ყველაფერი დაგეგმილი იყო. მოგეხსენებათ მათი ''ოქროს მოწმე'' ძალიან დაახლოებულია ძალოვან სტრუქტურებთან. მომხდარი დაგეგმილი იყო მათ მიერ,  რომლებსაც შეიძლება ერქვათ შორენა, იაკობი... მათ უნდოდათ, სავარაუდო კანდიდატის ჩამოშორება. ამ შემთხვევაში ეს კანდიდატი შეიძლება ყოფილიყო მეუფე დიმიტრი'' - ამბობს მიხეილ რამიშვილი. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში