პოლიციამ ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული 23 წლის კაცი დააკავა

28 ოქტომბერი 2019, 09:25 2163 ნახვა

პოლიციამ ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული 23 წლის კაცი დააკავა.

გუშინ, 27 ოქტომბერს, თბილისში 56 წლის ტაქსის მძღოლი სასიკვდილოდ დაჭრეს. ის საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

შსს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული გ.ნ. თბილისში, მკვლელობიდან ერთ საათში დააკავეს. 23 წლის კაცს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 15 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ტაქსის მძღოლს, 1963 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ვ.კ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი