მორიგი სკანდალი საპატრიარქოში

27 ოქტომბერი 2019, 18:30 1232 ნახვა

პატრიარქის ქორეპისკოპოსის იაკობის სკანდალური განცხადების შემდეგ, მეორე დღეა ვნებათაღელვა არ ცხრება, თუმცა ამ დრომდე ოფიციალურ პოზიციას საქართველოს საპატრიარქო არ აფიქსირებს. პოზიციას ელოდება სასულიერო პირთა ნაწილიც, რომლებიც სინოდის სხდომის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ.

ბრალდების ერთ-ერთი ადრესატი, მეუფე პეტრე ვარაუდობს, რომ მთავარეპისკოპოს იაკობის განცხადება, პატრიარქთან შეთანხმებული იყო, რაზეც პასუხისმგებლობას , ილია მეორეს აკისრებს. 

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტიდან გადაყენება, ლიკვიდაცია და საპატრიარქო ტახტზე მიტროპოლიტ შიოს დასმა - ეს მეუფე იაკობის ბრალდებებია, თუმცა ამ დრომდე არც არავინ დაუკითხავთ და არც გამოძიება დაწყებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში